მორიგი ანტიდოპინგური სემინარი

08 აპრილი 2014

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის და ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს ორგანიზებით, დოპინგის თუ ზოგადად მაღალი მიღწევების სპორტში მედიცინის როლთან დაკავშირებით, უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით არაერთი კონფერენცია-სემინარი გამართულა.

7-8 აპრილს, ბორჯობსა და თბილისში, სეოკ-ის ეგიდით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამით გათვალისწინებული მორიგი კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „სპორტში დოპინგის პრობლემები, პრევენციის ზომები", სადაც ასევე მოხდა WADA-ას 2015 წლის კოდექსის მიმოხილვა.

დ. ტატიშვილის სახელობის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრში ჩატარებულ სემინარს ესწრებოდნენ სხვადასხვა ეროვნული ფედერაციების წარმომადგენლები, ექიმები, სპორტსმენები და მწვრთნელები, რომელიც საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარემ პავლე კასრაძემ გახსნა. საკმაოდ საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ ბელორუსის ანტიდოპინგური ლაბორატორიის დირექტორი ს. ბელიაევი და და სომხეთის ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარე ა. ოგანესიანი.

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.