ბავშვთა საერთაშორისო დღე ქუთაისში
1 ივნისს, ბავშვთა საერთასორისო დღესთან დაკავშირებით, სეოკ-ის იმერეთის რეგიონალურმა ორგანიზაციამ, ქუთაისის თვითმმართველობასთან ერთად სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოაწყო.
აქციის ფარგლებში გაიმართა ნახატების გამოფენა თემაზე - "ოლიმპიური თამაშები და ქართული ასპარეზობები", სადაც წარმოდგენილი იყო 50-მდე ნამუშევარი.
ქ. ქუთაისის სამხატვრო სკოლის, ქალაქის მე-17 და 28-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების რაგბისტთა გუნდის ბავშვებმა, მონაწილეობა მიიღეს ასფალტზე ხატვის ფესტივალში, რომლის მთავარი თემა ევროპის ახლგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ,,თბილისი-2015" და ოლიმპიური სახეობები იყო.
ღონისძიებების მონაწილეებს გადაეცათ ოლიმპიური სიმბოლიკით დამშვენებული მაისურები, კეპები, სერთიფიკატები და სხვა ფასიანი საჩუქრები.






