ანონსი

02 ივლისი 2019

 

 

3 ივლის, 17:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება მეორე ევროპულ თამაშებში მონაწილე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის საზეიმო მიღება.

 

მინსკში გამართული მეორე ევროპული თამაშები საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული შედეგით დასრულდა. საქართველოს სპორტსმენებმა სპორტის 7სახეობაში 30 მედალი მოიპოვეს. მათ შორის 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი, საერთო ჩათვლაში კი მეშვიდე ადგილი დაიკავეს.