ანონსი

27 იანვარი 2022

 

 

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ჩინეთში ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე რამდენიმე ნაკადად გაემგზავრება.

დელეგაციის პირველი ნაწილი - სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი მამუკა ხაბარელი, ადმინისტრაციული პერსონალი და მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი გაემგზავრებიან 28 იანვარს, 31 იანვარს სამთო-მოთხილამურეები და სამედიცინო პერსონალი, ჩვენი ფიგურული მოციგურავეები 1 თებერვალს რუსეთიდან ჩავლენ პეკინში.

2 თებერვალს პეკინში გაემგზავრებიან სეოკ-ის პრეზიდენტი, ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი ლერი ხაბელოვი, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი და თამაშებზე აკრედიტირებული მედიის წარმომადგენლები.

სამივე რიცხვში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მისვლის დრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში -13:00 საათი.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში იასპარეზებს 9 სპორტსმენი. ,,პეკინი 2022" -ის ლიცენზიანტი სპორტსმენები -http://geonoc.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=132

საქართველოს სპორტსმენთა ასპარეზობის განრიგი ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე - http://geonoc.org.ge/files/Niusebi/PDF/Ganrigi.pdf

ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს საქართველოს პირველი არხი.