ანონსი
22 ივნისი 2023
23 ივნისს, 11 საათზე ლისის ტბაზე, სეოკ-ის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის თაოსნობით და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით გაიმართება ოლიმპიური გარბენი.
23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც აღინიშნება 1948 წლიდან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით. მასობრივ ღონისძიებებში, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და მისი პრეზიდენტის - თომას ბახის პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს. საქართველოში, 1994 წლიდან, ტრადიციუალდ იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური ღონისძიებები.
გარბენის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი და სპეციალური მაისური.