ვახტანგ იაგორაშვილი


თანამედროვე ხუთჭიდი
დაიბადა04.05.1964
1988 სეული, კორეა - ბრინჯაო

დაიბადა 05.04.1964, თბილისი.
თანამედროვე ხუთჭიდი. XXIV ოლიმპიური თამაშების (1988, სეული) მესამე პრიზიორი პირად ჩათვლაში (V ადგილი გუნდურ პირველობაში), XXVI და XXVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, ატლანტა. 2004, ათენი) - XX და IX ადგილები. მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ (1990) და ორგზის მეორე პრიზიორი პირად შეჯიბრებაში (1989, 98), ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად და გუნდურ პირველობაში (1987, 89), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1986, 88, 89), სსრკ თასის მფლობელი (1986, 88), კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი (1986). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. 1997 წლიდან გამოდიოდა აშშ-ს სახელით.