მედალოსნების ძიება

აირჩიეთ კატეგორია
ერთი ჩემპიონის ისტორია

ლუკა (ელდარ) კურტანიძე

სპორტის სახეობა

თავისუფალი ჭიდაობა

დაიბადა04.16.1972

1996 ატლანტა, აშშ - ბრინჯაო

2000 სიდნეი, ავსტრალია - ბრინჯაო

ბრინჯაო

დაიბადა 16.04.1972, ქვემო ფშავი, გულრიფში.

თავისუფალი ჭიდაობა (96 კგ). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2002, 03). ატლანტის (1996) და სიდნეის (2000) ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (2004, VIII ადგილი), ევროპის ხუთგზის ჩემპიონი (1996, 97, 98, 01, 05), სამგზის მეორე (1993, 95, 02) და ორგზის მესამე პრიზიორი (1999, 06)), მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის მეორე (1995, 05) და მესამე პრიზიორი (1999), ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1992). ლაიფციგის საერთაშორისო ტურნირის "გრან-პრის" მფლობელი, კრასნოიარსკის, კიევის, მინსკის, ტაშკენტის, მახაჩყალის A კლასის საერთაშორისო ტურნირებში არაერთგზის გამარჯვებული. საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1996, 2002, 2003). ღირსების ორდენის, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი.