მედალოსნების ძიება

აირჩიეთ კატეგორია
ერთი ჩემპიონის ისტორია

ვაჟა კაჭარავა

სპორტის სახეობა

ფრენბურთი

დაიბადა01.02.1937

1964 ტოკიო, იაპონია - ოქრო

ოქრო

დაიბადა 1937 წლის 2 იანვარს თბილისში.

ფრენბურთელი. თამაშობდა თბილისის `ბურევესტნიკში~ (1955-64) და მოსკოვის `დინამოში~ (1965-71), სსრკ ნაკრებში (1959-67). XVIII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1964, ტოკიო), ევროპის ჩემპიონი (1967) და მესამე პრიზიორი (1963), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1966), მსოფლიოს თასის მფლობელი (1965), უნივერსიადის ორგზის ჩემპიონი (1963, 65), სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1965), სსრკ ხალხთა სპარტაკიადების ორგზის მეორე (1967, 71) და მესამე პრიზიორი (1963). მოსკოვის ბაუმანის სახელობის ტექნიკური სასწავლებლის გუნდის და სსრკ ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1976-77), საქართველოს კაცთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1984-94), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, რუსეთის ფედერაციისა და სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და სეოკის ღირსების ორდენების კავალერი.

გალერეა