შოთა ჩოჩიშვილი
ძიუდო
დაიბადა07.10.1950
1972 მიუნხენი , გერმანია - ოქრო
1976 მონრეალი, კანადა - ბრინჯაო
დაიბადა 1950 წლის 10 ივლისს ღვლევში ( ქარელი). ძიუდოისტი (93, 95 კგ). XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი), XXI ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1976, მონრეალი), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1975), ევროპის ჩემპიონატის სამგზის მეორე (1973, 74, 75) და მესამე (1977) პრიზიორი, სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე (1974, 77) და ორგზის მესამე (1974, 75) პრიზიორი, საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1972, 77). ჰოლანდიის (1974), იაპონიის (1971, 74), ბელგიის (1973) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.
გარდაიცვალა 2009 წლის 27 აგვისტოს.
გალერეა