მედალოსნების ძიება

აირჩიეთ კატეგორია
ერთი ჩემპიონის ისტორია

ზურაბ საკანდელიძე

სპორტის სახეობა

კალათბურთი

დაიბადა08.09.1945

1972 მიუნხენი , გერმანია - ოქრო

1968 მეხიკო, მექსიკა - ბრინჯაო

ოქრო
ბრინჯაო

დაიბადა 1945 წლის 9 აგვისტოს ქუთაისში.

კალათბურთელი (186 სმ). თამაშობდა თბილისის `დინამოში~ (1963-75) და სსრკ ნაკრებში (1965-73). XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი), XIX ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (1968, მეხიკო), მსოფლიოს ჩემპიონი (1967) და მესამე პრიზიორი (1970), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1965, 67, 69, 71) და მესამე პრიზიორი (1973), სსრკ თასის მფობელი (1969), ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მცველი (1967), მსოფლიოს სიმბოლური ნაკრების წევრი (1967), საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1967). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.
გარდაიცვალა 2004 წლის 25 იანვარს.

გალერეა