ალექსანდრე ანპილოგოვი


ხელბურთი
დაიბადა01.18.1954
1976 მონრეალი, კანადა - ოქრო
1980 მოსკოვი, სსრკ - ვერცხლი


დაიბადა 1954 წლის 18 იანვარს თბილისში.
ხელბურთელი. თამაშობდა თბილისის "ბურევესტნიკში" (1970-85) და გერმანიის "ლანდცხუტში" (1987-92). მონრეალის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1976 - ითამაშა 6 მატჩი, გაიტანა 13 გოლი), მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1980 - ითამაშა 6 მატჩი, გაიტანა 29 გოლი), მსოფლიოს ჩემპიონი (1982), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), სსრკ თასის მფლობელი (1978). 1974-84 წლებში სსრკ ნაკრებში ითამაშა 217 მატჩი (572 გოლი). იყო საბერძნეთის ქალთა ნაკრების მწვრთნელი (2000-01). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.
გალერეა