მედალოსნების ძიება

აირჩიეთ კატეგორია
ერთი ჩემპიონის ისტორია

ქეთევან ლოსაბერიძე

სპორტის სახეობა

მშვილდოსნობა

დაიბადა08.01.1949

1980 მოსკოვი, სსრკ - ოქრო

ოქრო

დაიბადა 1949 წლის 1 აგვისტოს ტყიბულში - გარდაიცვალა 2022 წლის 23 იანვარს თბილისში.

მშვილდოსანი. მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1980) და მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1972, IV ადგილი), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1973, 81), ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი (1972) და ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972, 78), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 79) და ხუთგზის მესამე პრიზიორი (1971, 72, 74, 75, 81), სსრკ თასის მფლობელი (1972, 78), სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1979), მილანის (1975, 80), ლოძის (1976), კიოლნისა (1978) და ლვოვის (1981) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1980), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი (2002-05).

გალერეა