მედალოსნების ძიება

აირჩიეთ კატეგორია
ერთი ჩემპიონის ისტორია

ნინო სალუქვაძე

სპორტის სახეობა

ტყვიის სროლა

დაიბადა02.01.1969

1988 სეული, კორეა - ოქრო

1988 სეული, კორეა - ვერცხლი

2008 პეკინი, ჩინეთი - ბრინჯაო

ოქრო
ვერცხლი
ბრინჯაო

დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში.

ტყვიის მსროლელი. ათი ოლიმპიადის მონაწილე. XXIV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და მეორე პრიზიორი (სეული, 1988) და XXIX ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (პეკინი, 2008). მსოფლიოს ჩემპიონი პირად პირველობაში (1989) და ხუთგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1986, 1990 - სპორტული + პნევმატური - 1987, 1990, 1991), ასევე მეორე (2002) და მესამე პრიზიორი (1986) პირად შეჯიბრებაში და მეორე პრიზიორი გუნდურში (1989). ევროპის სამგზის ჩემპიონი პირად (1989, 1990) და გუნდურ (1991) ჩათვლაში, ოთხგზის მეორე პრიზიორი პირადში (2005, 2008, 2009) და გუნდურში (1999), ოთხგზის მესამე პრიზიორი პირად (1991, 1996, 2001) და გუნდურ ჩათვლაში (2003). მეორე ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი შერეულ გუნდურში (2019). მსოფლიოს სუპერთასის ცხრაგზის მფლობელი (1989-2010). დამყარებული აქვს ოცამდე მსოფლიო რეკორდი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ღირსების ორდენის, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების და თამარ მეფის ორდენის კავალერი.

 

გალერეა