ბესარიონ ჯაფარიძე 32-ე ადგილი

18 თებერვალი 2016

ნორვეგიულ ლილეჰამერში მიმდინარე ზამთრის II ახალაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, გიგანტურ სლალომში 32-ე ადგილი დაიკავა 17 წლის მესტიელმა მოთხილამურემ ბესარიონ ჯაფარიძემ.

შეჯიბრებაში მონაწილე 60 სპორტსმენიდან 23-მა ფინიშამდე ვერ მიაღწია და დისკვალიფიკაცია მიიღო. ჯაფარიძემ პირველ ცდაზე 41-ე შედეგი აჩვენა, მეორე ცდაზე - 31-ე. ჯამში 2:54.17 წუთი დაუგროვდა და საბოლოო ცხრილში 32-ე ადგილი ერგო.

საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1). რივერ რადამუსი (აშშ) - 2:35.05; 2). იოში კოიამა (იაპონია) - 2:36.12; 3). ანტონ გრამელი (გერმანია) - :36.54.

19 თებერვალს ჭაბუკი მოთხილამურეები, მათ შორის - ბესარიონ ჯაფარიძე, ერთმანეთს სლალომში გაეჯიბრებიან.

დღეისათვის მედლების საერთო რაოდენობით ლიდერობენ აშშ-ს სპორტსმენები: 7 ოქრო, 5 ვერცხლი; მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა (7 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო), მესამეზე - გერმანია (4 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო). სულ მედალოსანთა შორის არიან 25 ქვეყნის წარმომადგენლები.