4-წლიანი პროგრამის პრეზენტაცია

10 თებერვალი 2017

დღეს, 10 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის 4-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრნენ.

ჭიდაობის ფედერაციის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ 4-წლიანი სამოქმედო გეგმის ძირითადი პრიორიტეტები წარადგინა, როგორიცაა : ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონებში ჭიდაობის ხელშეწყობა, სპორტული პერსონალის გადამზადება, მოჭიდავეებისთვის გაცვლითი პროგრამების ამუშავება, კლუბების შექმნა, მეტი ქალის მოზიდვა ჭიდაობაში და სხვა.

ღონისძიების დასასრულს გეგა გეგეშიძემ მინისტრთან და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ერთად სოლიდური თანხით დააჯილდოვა ვეტერანი სპორტსმენები, ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები, ასევე 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიის მფლობელებს პრემიების სახით 30 000, 25 000 და 20 000 ლარი გადასცეს.