თავისუფლების ტრიუმფი და ბერძენ-რომაელთა მოკრძალებული გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე
12 მარტი 2012

ტრიუმფალური გამოდგა ახლახანს სერბეთის დედაქალაქში დასრულებული ევროპის ჩემპიონატი ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის. ბელგრადის სპორტულ არენაში გაშლილ საჭიდაო ხალიჩაზე ზაზა თურმანიძის შეგირდებმა შესანიშნავად იასპარეზეს და შვიდი წონითი კატეგორიიდან ხუთში მედლები დაისაკუთრეს. სამწუხაროდ შეჯიბრების პირველ დღეს უმდელოდ დარჩნენ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გოგშელიძე და ასევე გამოცდილი მოჭიდავე ოთარ თუშიშვილი, მომდევნო დღეებში კი ქართველი ფალავნები კვარლცხბეკის სხვადასხვა საფეხურზე ავიდნენ.
ვერცხლის მედლები მოიპოვეს ბესარიონ გოჩაშვილმა და დავით ხუციშვილმა მოიპოვეს, რომლებიც ფინალში რუს მეტოქეებთან დამარცხდნენ. ბრინჯაოს მედლები დავით მოძმანაშვილსა და მალხაზ ზარქუას ერგოთ, ხოლო დავით მარსაგიშვილმა ოქროს მედლით დააგვირგვინა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა II ადგილი დაიკავა და წინ მხოლოდ რუსეთის გუნდი გაუშვა.
თავისუფლებისგან ესტაფეტა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა გადაიბარეს, თუმცა მათი გამოსვლა ისეთივე წარმატებული ვერ გამოდგა. ბეგი დარჩიას გაწვრთნილთაგან მედალი მხოლოდ მანუჩარ ცხადაიამ მოიპოვა, რომელსაც ჩემპიონობამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა და საბოლოოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა.