პეკინი 2022 ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით იდეების მიღებას შეუდგა

18 ოქტომბერი 2018

პეკინი 2022-ის ორგანიზატორები დაინტერესებული პირებისგან და ორგანიზაციებისგან, მათ შორის , სხვა ქვეყნებიდან, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით წინადადებების მიღებას შეუდგნენ.

იდეა შეიძლება მოიცავდეს როგორც მთლიან ცერემონიას, ასევე მხოლოდ მისი ერთ ნაწილს.

მომავალი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია შედგება 2022 წლის 4 თებერვალს პეკინის ეროვნულ სტადიონზე, რომელიც უფრო „ჩიტის ბუდეს" სახელითაა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ „ჩიტის ბუდემ" 2008 წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებს უმასპინძლა, შემდეგ კი მძლეოსნურ ასპარეზობებს და საფეხბურთო ტურნირებს.

პეკინი გახდება პირველი ქალაქი, რომელსაც ზაფხულთან ერთად ზამთრის ოლიმპიადა ექნება ჩატარებული.

პეკინი 2022-ის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ წინადადებები იქნება ახლებური და გაჯერებული მაღალი ტექნოლოგიებით, რასაც თავის მხრივ საუკეთესო მხატვრული ეფექტი ექნება.

იდეების მიღება პეკინის დროით 31 დეკემბერს, 16 საათზე შეწყდება.