182-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

25 ოქტომბერი 2018

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს თბილისის  182-ე  საჯაროს სკოლის მე-7 და მე-8 კლასის  მოსწავლეები და პედაგოგები ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი, გაეცნენ ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას, ჩვენი ოლიმპიელების წარმატებებს. ოლიმპიურ მუზეუმში მოსწავლეებს უმასპინძლა მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების (ბუენოს აირესი, 2018 წელი)  ჩემპიონმა, ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე  გიორგი ჩხიკვაძემ. გიორგიმ ახალგაზრდებს უამბო თავისი წარმატებების, სპორტის როლსა და  მნიშვნელობის შესახებ.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა  ოლიმპიური კომიტეტისგან საჩუქრად მიიღეს საყმაწვილო ოლიმპიური ენციკლოპედია  - „მოგზაურობა ოლიმპეთში".