ირაკლი ჩხეიძე მსოფლიოს ჩემპიონია

06 ივნისი 2019

სუვაში (ფიჯი) მიმდინარე ძალოსანთა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა ირაკლი ჩხეიძისთვის.

102 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძალოსანმა ატაცში 167 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი აიღო, აკვრაში 204 კილოგრამის დამორჩლებით ოქრო დაისაკუთრა, ორჭიდის ჯამში კი 371 კილოგრამი დაუგროვდა და  მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

რამდენიმე დღით ადრე არჩილ მალაყმაძემ (73 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ატაცში.