AIBA გაკოტრების პირასაა

20 ივნისი 2019

სამოყავრულო კრივის საერთაშორისო ფედერაციის (AIBA) აღმასრულებელი დირექტორის ტომ ვირჯეტსის განცხადებით, AIBA ახლოსაა გაკოტრებასთან.

AIBA-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრებისთვის გაგზავნილი წერილით ვირჯეტსი გამოხატავს გულისტკივილს, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) AIBA-ას  ორგანიზაციას წევრობა შეუჩერა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირებს ჩამოაშორა.

ტომ ვირჯეტსის განმარტებით, AIBA გაკოტრების პირასაა, რადგან ის „სრულიად დამოკიდებულია ოლიმპიური საერთაშორისო ფედერაციის სტატუსზე", რაც მათი შემოსავლის წყაროა. ოლიმპიური თამაშების ჩატარებიდან AIBA-ს კომერციული მოგების წილი 17,5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ AIBA ლოზანის ოფისის თანამშრომლების უმეტესობას დაითხოვს. ასევე თანამდებობას ტოვებს თავად ტომ ვირჯეტსი, რადგან მისი განცხადებით, მან ვერ შეძლო საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში AIBA-ს წევრობის შენარჩუნება.

AIBA-ს სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას IOC მომავალ კვირას ლოზანაში ჩასატარებელ სესიაზე მიიღებს.