დედა-შვილის მეხუთე ადგილი

22 ივნისი 2019

მეორე ევროპულ თამაშებზე ტყვიის მსროლელთა პირველ  საშეჯიბრო დღეს გამარჯვებულები გამოვლინდნენ  შერეულ წყვილთა შორის. ამ დისციპლინაში გამოვიდნენ დედა-შვილი - ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი. მათ საკვალიფიკაციო შეჯიბრება მერვე შედეგით დაასრულეს, ფინალურ ეტაპზე კი 577 ქულა მოაგროვეს და საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავეს, რაც უთუოდ კარგი შედეგია. პირველ ადგილზე რუსები გავიდნენ, მეორეზე - სერბები, მესამეზე კი - გერმანელები.