თომას ბახი IOC-ის მხრიდან სპორტსმენებისთვის ფულადი ჯილდოების მიღების წინააღმდეგ გამოდის

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი IOC-ის მხრიდან სპორტსმენებისთვის ფულადი ჯილდოების მიღების წინააღმდეგ გამოდის.
საქმე ის არის, რომ ცოტა ხნით ადრე გერმანიის სპორტსმენთა კომისიამ IOC-ს მიმართა თხოვნით, ათლეტთა სასარგებლოდ სახსრების ნაწილი გადაენაწილებინა.
„ათლეტები IOC-ის თანამშრომლები არ არიან. ოლიმპიური თამაშების ჩატარებით სპორტსმენებს ცხოვრებაში წარმატების მიღწევის შანს ვაძლევთ. მათ ფინანსურად უჭერენ მხარს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები. შეჯიბრებებზე მათ თან ახლავთ მწვრთნელები, ისინი უზრუნველყოფილნი არიან სამედიცინო მომსახურებით. სპორტსმენებმა საერთო სურათი უნდა დაინახონ. შესაძლოა, უკმაყოფილო მხოლოდ მაღალი დონის სპორტსმენები იყვნენ. თუ მათ შესაძლებლობებს შევადარებთ სხვა 200 ეოკ-ის ათლეტებს - აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან, მაშინ დიდ სხვაობას დავინახავთ. ჩვენ გვერდში ვუდგავართ ოლიმპიელებს და მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას ვუწევთ ეოკ-ებს. მათ უკეთ იციან რაში უნდა დახარჯონ ფული. მაგალითად აფრიკაში ესაა საჭმელი, სპორტული აღჭურვილობა და საბაზისო საჭიროებები," - განაცხადა თომას ბახმა.