ლა ლიგას ბიზნეს-სკოლის ხელმძღვანელები სეოკ-ში

24 ოქტომბერი 2019

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ ლა ლიგას ბიზნეს-სკოლის  დირექტორი ხოსე მოია გომესი და ლა ლიგას წარმომადგენელი თურქეთის, საბერძნეთის, საქართველოს და სომხეთის ტერიტორიებზე მეთე თურქმენოღლუ  ჩაქმაქი.

სტუმრებს უმასპინძლა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ლა ლიგას ბიზნეს სკოლის სპორტის მარკეტინგის 3-კვირიან სემინარზე, რომელიც 2020 წლის იანვარში პირველად ჩატარდება საქართველოში. ელგუჯა ბერიშვილმა ხაზი გაუსვა სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებისთვის ბიზნესთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

პროექტი ხორცილედება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის,  არასამთავრობო სპორტული ორგანიზაცია სპორტ სოლუშენის და ლა ლიგა ბიზნეს სკოლის თანამშრომლობით.