ჭიდაობის იაპონელი ლეგენდა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ბრძოლას წყვეტს

ქალთა ჭიდაობის ყველაზე ტიტულოვანი წარმომადგენელი, იაპონელი კაორი იჩო ზედიზედ მეხუთე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის ბრძოლას წყვეტს.
35 წლის იჩო 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის ბრძოლაში თანამემამულერისაკო კავაისთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ფლეი-ოფში დამარცხდა. თავის მხრივ, კავაიმ იაპონიის ნაკრებში ადგილის მოპოვებით ოლიმპიურ საგზური დაიბევა წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებით.
კაორი იჩომ, ისტორიაში პირველმა, ზედიზედ ოთხ ოლიმპიურ თამაშებზე (2004, 2008, 2012 და 2016) შეძლო ჩემპიონობა. მსგავსი შედეგით ვერც ვაჟი ფალავნები დაიკვეხნიან.