დამსახურებული აღიარება

30 დეკემბერი 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სეოკ-ის სპორტულ დირექტორს ივანე მეკრავიშვილს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭა.

ივანე მეკრავიშვილი თითქმის ოთხი ათეული წელიწადია უანგაროდ ემსახურება ქართულ სპორტს და ოლიმპიურ მოძრაობას. ის არის თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, ავტორიტეტული და პასუხისმგებლობით აღსავსე პიროვნება, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ოლიმპიური პროგრამების განხორციელებაში, სეოკ-ის ყოველდღიურ საქმიანობაში.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ბატონ ივანეს ამ საპატიო წოდების მინიჭებას, უსურვებს მას კვლავაც ნაყოფიერ მოღვაწეობას ქართული სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის საკეთილდღოდ.