ლოზანაში ოლიმპიური მუზეუმი აპრილის ბოლომდე დაიხურა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის გამო ლოზანის ოლიმპიური მუზეუმის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულია, რომ ოლიმპიური მუზეუმი დახურული იქნება აპრილის ბოლომდე.
ერთი დღით ადრე, კორონავირუსის გამო საბერძნეთის ტერიტორიაზე გაუქმდა ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა.