თომას ბახი: „კომპიუტერული თამაშები სპორტული მოძრაობის პროპაგანდისთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა"

30 აპრილი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციაში ყოფნისას და სოციალური დისტანცირებისას კომპიუტერული თამაშები (e-sports) სპორტული მოძრაობის პროპაგანდისთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა, რაც საერთაშორისო ფედერაციებმა უნდა გამოიყენონ.

IOC-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ცალკეულმა სპორტულმა ასოციაციებმა შექმნილ კრიზისში  ვირტუალურ სივრცეში ჩატარებული საერთაშორისო შეჯიბრებებით დიდი გამჭრიახობა გამოავლინეს.

„უნდა გავერკვეთ, სოციალური დისტანცირება როგორ აისახება ჩვენს დამოკიდებულებაზე კომპიუტერულ თამაშებთან. ოლიმპიურ ღირებულებებზე ზრუნვით მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, დროულად დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ მართონ თავიანთი სპორტის ელექტრონული და ვირტუალური პროგრამები. ზოგიერთმა საერთაშორისო ფედერაციამ დისტანციური შეჯიბრებების მოწყობით დიდი კრეატიულობა უკვე გამოავლინა. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ და გავაძლიეროთ ამგვარი მცდელობები," - განაცხადა თომას ბახმა.