პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის 620 ობიექტი შეირჩა

15 ოქტომბერი 2020

პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტმა სპორტულ ნაგებობათა შერჩევის კამპანია დასრულებულად გამოაცხადა. საუბარია იმ ობიექტებზე, რომლებიც ოლიმპიური თამაშებისთვის შეიძლება სავარჯიშო ბაზებად გამოიყენონ.

პროცედურა 2019 წლის ივლისში დაიწყო, 768 ობიექტიდან 620 შეირჩია და თითოეულ მათგანს საგანგებო ნიშანი - Terre de Jeux 2024 მიაკუთვნა. ამ ობიექტების შესახებ ინფორმაცია განთავსებული იქნება სპეციალიურ კატალოგებში, რომლებსაც მომავალი წლის იანვრიდან ყველა - 206 ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს დაუგზავნიან.

ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ ცნობარის შედგენისას არცერთი სახეობის და დისციპლინის წარმომადგენელი არ იქნება დავიწყებული. გამონაკლისია მხოლოდ ახალი ოლიმპიურ სახეობები - სკეიტბორდინგი, მეკლდეურობა, სერფინგი  და ბრეიკდანსი. ახალ სახეობებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭო პარიზი-2024-ის პროგრამაში ოფიციალურად დეკემბერში შეიტანს. საორგანიზაციო კომიტეტი ამ სახეობებისთვის დამატებით მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვრავს პოტენციურ სავარჯიშო ობიექტებს.