ქართველი მოთხილამურეები - ნინო წიკლაური და სოსო ჯაფარიძე პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ

18 იანვარი 2022

2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამთო მოთხილამურეთა შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს ქართველმა სპორტსმენებმა-ნინო წიკლაურმა და სოსო ჯაფარიძემ.

წიკლაურისთვის ეს იქნება მეოთხე ოლიმპიური თამაშები, ჯაფარიძემ კი პირველად აიღო ოლიმპიური ლიცენზია.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს. ნინო წიკლაური 7-9 თებერვალს ისპარეზებს, სოსო ჯაფარიძე - 13-16 თებერვალს.

რამდენიმე დღის წინ პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე პეკინი-2022-ის ლიცენზიანტები გახდნენ საქართველოს მოციგურავეები, რომლებიც თამაშებზე ოთხივე დისციპლინაში გამოვლენ (ერთეულთა თანრიგი - ქალები, კაცები; სპორტული წყვილები; სპორტული ცეკვები). ამას გარდა, მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველო მოხვდა იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის, რომლებიც ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ.