სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის ოთხგზის გამარჯვებულია

13 ნოემბერი 2022

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ მორიგ წარმატებას მიაღწია - ალჟირში გათამაშებული მსოფლიო თასის მფლობელი გახდა.

ქართველმა  ხმლით მოფარიკავემ ეგვიპტელ, იტალიელ, ფრანგ და კორეელ მოწინააღმდეგეებს ექვსი შეხვედრა მოუგო, ფინალში კი 15-13 დაამარცხა იტალიელი ლუიჯი სამელე და მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ მეოთხედ მოახერხა მსოფლიო თასზე ოქროს მედლის მოპოვება.

მას გარდა, წლეულს ბაზაძემ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.