ჩვენი მილოცვა

27 ივნისი 2023

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და მესამე ევროპულ თამაშებზე პოლონეთში მყოფი საქართველოს დელეგაციის წევრები 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებულ გამოსვლას ვულოცავთ ქართველ ფეხბურთელებს, რომლებმაც უძლიერეს მეტოქეებთან ბრძოლაში ღირსეულად ითამაშეს და ჯგუფში საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

ევრო-2023-ის სტარტზე მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩემპიონატის კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზაზე,  ამავე დროს დასტური იმისა, რომ ჩვენს ნაკრებს შესწევს ძალა იბრძოლოს პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებლად.

ეს იქნება ისტორიული მიღწევა ქართული სპორტისთვის.

გისურვებთ მორიგ წარმატებებს და ამ დიდი ამოცანის შესრულებას.