,,კრაკოვი-მალოპოლსკა 2023": ლუკა შონია ოქროს მედალს შეუტევს!

01 ივლისი 2023

საქართველოს გუნდს მესამე ევროპულ თამაშებზე მესამე ოქროს მედლის მოგების ჩინებული შანსი აქვს: კიკბოქსიორმა ლუკა შონიამ პოლონელი იაკუბ პოკუსა დაამარცხა და ხვალ, შუადღით, კრაკოვი-მალოპოლსკა 2023-ის ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

75კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალი რიგით მეხუთე ორთაბრძოლა იყო, რომელიც დაბა მისლენიცეს სპორტულ დარბაზში გაშლილ რინგზე გაიმართა. ქართველმა სპორტსმენმა დიდი უპირატესობით აჯობა მეტოქეს და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა - 3:0.

ფინალში შონიას მეტოქე უკრაინელი ტიმურ ბრიუკოვი იქნება, რომელმაც ასევე აშკარად სძლია მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, სერბ ალექსანდარ კონოვალოვს.