,,კრაკოვი-მალოპოლსკა 2023" ლუკა შონია მესამე ევროპული თამაშების ჩემპიონია

კიკბოქსიორმა ლუკა შონიამ საქართველოს გუნდს მესამე ევროპულ თამაშებზე მე-4 ოქროს მედალი მოუტანა! დაბა მისლენიცეში გამართული ტურნირის ფინალში ქართველმა სპორტსმენმა უკრაინელი ტიმურ ბრიუკოვი დაამარცხა - 3:0.
ლუკა შონიამ საგრძნობი უპირატესობით გაიმარჯვა და ეს რინგის და სამივე მსაჯის შეფასებითაც დადასტურდა - 11:6, 11:9 და 7:4 ქართველი მებრძოლის სასარგებლოდ.
კრაკოვი-მალოპოლსკა 2023-ის ეგიდით შონიამ სამჯერ იბრძოლა და ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. ბრიუკოვამდე მან იტალიელ მარიო ანდრეა ნანის სძლია მეოთხედფინალში (3:0), ხოლო ნახევარფინალში მასპინძელთა ფავორიტს იაკუბ პოკუსას აჯობა.
ერთი დღით ადრე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა კიკბოქსიორმა ზურაბ ივანიაძემ (86 კგ).