სანდრო ბაზაძემ თბილისის მსოფლიო თასი ბრინჯაოს მედლით დაასრულა

10 თებერვალი 2024

თბილისში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საქართველოს ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ.

მსოფლიო რეიტინგის ქართველმა ლიდერმა ჯერ ჰონგკონგელი ჰოი ჩუნ ჩანგი დაამარცხა (15-3), შემდეგ კორეელები - ჯუნგჰვან კიმი (15-6) და ბონგილ გუ (15-8). მოუგო ფრანგ სებასტიან პატრისსაც (15-13), მაგრამ ნახევარფინალში ირანელ ალი პაკდამანთან 13-15 დამარცხდა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

მსოფლიო თასის გათამაშებას თბილისმა 2022 წელსაც უმასპინძლა. მაშინ  სანდრო ბაზაძემ ოქროს მედლი მოიპოვა.