საქართველოს 17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

28 მაისი 2024

საქართველოს 17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ლიმას (პერუ) მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში მედლების კოლექციას მოუყარა თავი. ქართველთაგან საუკეთესო შედეგს მიაღწია ირაკლი ვეკუამ (+102 კგ), რომელმაც 3 ოქროს მედალი დაისაკუთრა და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა. ამავე წონაში ატაცში ბრინჯაოს მედალი ერგო გივი დარსაველიძეს (+102 კგ).

სამი მედალი მოიპოვა ლუკა სილაგაძემ (96 კგ). ატაცსა და აკვრაში ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა, ორჭიდის ჯამში კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ასევე წარმატებას მიაღწია ჯაბა ტყეშელაშვილმა (102 კგ). მან ატაცში მეორე ადგილი დაიკავა და საქართველოს რეკორდიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.