სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დროებით ოფისებს გახსნის

14 ივნისი 2024

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) პარიზში, ოლიმპიური თამაშებზე იურიდიული და ანტისადოპინგო საკითხების გადასაჭრელად ორი დროებითი ოფისის გახსნას გეგმავს.

CAS-ის თანახმად, სპეციალური განყოფილება მზად იქნება ოლიმპიურ თამაშებზე წარმოქმნილი ნებისმიერი იურიდიული დავის გადასაჭრელად.

აღსანიშნავია, რომ დროებითი ტრიბუნალი ოლიმპიურ თამაშებზე 1996 წლიდან მუშაობს. CAS-ის სპეციალური განყოფილება ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს იურიდიული დავების გადაჭრას შეჯიბრების ვადებში შესთავაზებს. გასათვალისწინებელია, რომ სასწრაფო წესით გადასაჭრელი საკითხები 24 საათის განმავლობაში განიხილება.

CAS-ის  ოფისები იმუშავებენ 16 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით და განთავსებიან პარიზის სასამართლოს ტერიტორიაზე. სამსახურს უხელმძღვანელებს CAS-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ ლენარდი.