,,გეომედის"-ის სტუდენტები ოლიმპიურ მუზეუმში
25 აპრილს ოლიმპიურ მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ უნივერსიტეტ გეომედის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტები და ამავე ფაკულტეტის დეკანი ლელა აფციაური.
სტუმრებს ოლიმპიურ მუზეუმში უმასპინძლეს სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა, მსოფლიოს რეკორდსმენმა, ათგზის ოლიმპიური თამაშების მონაწილემ, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დიდ ეკრანზე იხილეს ფილმი - ,, ერთი ჩემპიონის ისტორია" ლეგენდარული ტყვიის მსროლელის ნინო სალუქვაძის შესახებ.
მუზეუმში წარმოდგენილი მასალები ძველი და ახალი წყაროების ერთგვარი ნაზავია და დამთვალიერებლებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მოუთხრობს ოლიმპიზმის წარსულსა და დღევანდელობაზე, ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიაზე.