ტატიშვილი VS მორიტა
11 იანვარი 2013
14 იანვრიდან მელბურნში სტარტს აიღებს ავსტრალიის ღია პირველობა ჩოგბურთში, სადაც ჩვენებური ანა ტატიშვილი ძირითად ბადეშია დაშვებული. ქართველი ჩოგბურთელის აქტივში ამჟამად 1140 ქულაა და იგი ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის რეიტინგში 52-ე ადგილს იკავებს.
11 იანვარს გამართული წილისყრის შემდეგ გაირკვა ანა ტატიშვილის მეტოქე სეზონის "დიდი სლემის" პირველი ტურნირის სტარტზე და იგი იაპონელი აიუმი მორიტა (81) იქნება.
ცნობისათვის ტატიშვილმა შარშან მელბურნის კორტებზე ერთი წრე დაძლია და წლეულს მინიმუმ 100 ქულა ექნება დასაცავი.