სეოკ-ის აღმასკომი და ორი იუბილე

01 აპრილი 2013

 1 აპრილს სეოკ-ის აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც სხვადასხვა მნიშველოვა საკითხებთან ერთად დღის წესრიგში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რიგგარეშე სესიის მოწვევის საკითხიც იდგა, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უდამიიღოს 2014 წელს სოჭში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი ქვეყნის სპორტსმენთა მონაწილეობა-არმონაწილეობის შესახებ. აღმასკომმა ყრილობის თარიღად 2 მაისი დანიშნა.

"საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში პასუხის დაფიქსირების ვადა 7 მაისს იწურება, სეოკ-ის რიგგარეშე სესიას კი რამდენიმე დღით ადრე ჩავატარებთ და გაისად გასამართ ზამთრის ოლიმპიადაზე მონაწილეობის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. Yველაფერი პროცედურული ნორმების დაცვით გაკეთდება. ჩავატარებთ კენჭისყრას, რომელშიც 59 დელეგატი მიიღებს მოაწილეობას და გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით გამოვიტანთ"- განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკახაბარელმა აღმასკომისწევრებს მოკლედ გააცნო თებერვალში რუმინეთის ქალაქ ბრაშოვში გამართულ ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალზე ქართველ სპორტსმენთა გამოსვლის შესახებ, ხოლო ზაფხულის ანალოგიური თამაშებზე, რომელსაც მიმდინარე წლის ივლისში ჰოლანდიის ქალაქი უტრეხტი უმასპინძლებს სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა ისაუბრა. ქართველი სპორტსმენები ფესტივალის პროგრამაში შეტანილი 9 სახეობიდან ექვსში იასპარეზებენ. შეგახსენებთ, რომ უტრეხტის მომდევნო თამაშები 2015 წელს თბილისში ჩატარდება.

პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა აღმასკომის წევრებს ჟურნალ "ოლიმპიელის" აღდგენის თაობაზე აცნობა, რომლის გამოცემაც 2009 წელს შეწყდა. ჟურნალის მთავარი რედაქტორი პაატა ნაცვლიშვილი იქნება და იგი წელიწადში ორჯერ გამოვა. ბერიშვილისვე თქმით, 23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით იგეგმება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები.

აღმასკომზე იმსჯელეს საქართველოს სქვოშის ფედერაციის აღიარების შესახებაც, რომელიც 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის კანდიდატთა შორისაა.

სეოკ-ის აღმასკომის დასრულებისთანავე გაიმართა რომის 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის სიმაღლეზე ხტომაში რობერტ შავლაყაძის 80 და წყალბურთში ამავე ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორის ლერი გოგოლაძის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება.

იუბილარებს პირველმა ლერი ხაბელოვმა მიულოცა და სეოკ-ის სიგელით დააჯილდოვა.

სახელოვან სპორტსმენებს ეს ღირშესანიშნავი თარიღები მიულოცეს მძლეოსნობისა და წყლის სახეობათა ფედერაციათა პრეზიდენტებმა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საპატრიარქოს წამომადგენელმა დამსწრეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მილოცვის წერილი გააცნო.