მე-17 ადგილი მოკლე პროგრამის შემდეგ

„სოჭი 2014" ფინიშის სწორზე გადის. 19 თებერვალს, ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შორის ინდივიდუალური ტურნირი დაიწყო, რომელშც ჩვენი გუნდის ლიდერი ელენე გედევანიშვილიც ჩაერთო.
„აისბერგის" სპორტულ კომპლექსში, მოკლე პროგრამით, მაყურებლის წინაშე 30 მოციგურავე წარსდგა, რომელთაგან თავისუფალ პროგრამაშო გამოსვლის უფლება 24 მათგანს მიეცა.
ელენე გედევანიშვილისთვის ეს მესამე ზამთრის ოლიმპიადაა. „აისბერგის" ყინულის დარბაზში მან მოკლე პროგრამა დამაჯერებლად შეასრულა, 54.70 ქულა დაიმსახურა და თავისუფალი ცეკვების წინ მე-17 ადგილზეა.