ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტსმენთა გაცილების და ფიცის დადების ცერემონია
დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა გაცილების და ფიცის დადების ცერემონია.
ზამთრის თამაშები - 2026 იტალიაში, მილანი/კორტინაში 6-22 თებერვალს ჩატარდება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის ხელმძღვანელები და აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, სპორტის სამინისტროს და ზამთრის სპორტის სახეობების წარმომადგენლები, ოლიმპიელი სამთო მოთხილამურეები - ნინო წიკლაური და ლუკა ბუჩუკური, მწვრთნელები, მედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები, მათ შორის -საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მასიმილიანო დ'ანტუონო.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ჩვენს სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობა უსურვეს სეოკ-ის პრეზიდენტმა, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელმა ლერი ხაბელოვმა, საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ'ანტუონომ, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა მარიამ გიორგობიანმა.
ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა წარადგინა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.
შემდეგ გაიმართა ოლიმპიური ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია. საქართველოს სპორტსმენების სახელით ფიცი დადო მოთხილამურე ნინო წიკლაურმა. აღსანიშნავია, რომ ნინო წიკლაური ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და კაცთა შორის პირველი სპორტსმენი იქნება, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთედ მიიღებს მონაწილეობას. სპორტსმენთა სახელით სიტყვით გამოვიდა მოთხილამურე ლუკა ბუჩუკური.
ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 2 სახეობაში: ფიგურული ციგურაობა და სამთო თხილამურობა იასპარეზებს 8 სპორტსმენი.
გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება გაიმართება 6 თებერვალს მილანის სან სიროს ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც საქართველოს მედროშეები იქნებიან მოციგურავეები: ლუკა ბერულავა და დიანა დევისი. კორტინაში კი მოთხილამურეები: ლუკა ბუჩუკური და ნინო წიკლაური.
ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს, ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მარიამ გიორგობიანი.
ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშაბზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა
(მილანი-კორტინა, იტალია 2026 წლის 6 -22 თებერვალი )
ოლიმპიური სოფელი
1. ლუკა ბერულავა - ფიგურული ციგურაობა
2. ანასტასია მეტელკინა - ფიგურული ციგურაობა
3. ნიკა ეგაძე - ფიგურული ციგურაობა
4. ანასტასია გუბანოვა - ფიგურული ციგურაობა
5. დიანა დევისი - ფიგურული ციგურაობა
6. გლებ სმოლკინი - ფიგურული ციგურაობა
7. ნინო წიკლაური - სამთო - სათხილამურო სპორტი
8. ლუკა ბუჩუკური - სამთო - სათხილამურო სპორტი
9. ეთერ თუთბერიძე - მწვრთნელი (ფიგურული ციგურაობა)
10. პაველ სლუსარენკო - მწვრთნელი (ფიგურული ციგურაობა)
11. ევგენი რუკავიცინი - მწვრთნელი (ფიგურული ციგუროაბა)
12. ფრანჩესკო ზანკოლო - მწვრთნელი ( სამთო - სათხილამურო სპორტი)
13. სოსო ჯაფარიძე - მწვრთნელი (სამთო - სათხილამურო სპორტი)
14. მარიამ გიორგობიანი - მისიის ხელმძღვანელი
15. რუსუდან აფციაური - ადმინისტრაციული პერსონალი
ოლიმპიური სოფლის გარეთ
სეოკ-ი
16. ლერი ხაბელოვი - სეოკ-ის პრეზიდენტი, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი.
17. ელგუჯა ბერიშვილი - სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი
18. ემზარ ზენაიშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი
სპორტის სამინისტრო
19. შალვა გოგოლაძე - სპორტის მინისტრი
20. ირაკლი დოლაბერიძე - სპორტის მინისტრის მოადგილე
21. მანანა ქავთარძე - საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარე
თამაშებზე აკრედიტირებული სხვა პირები:
22. მერაბ ვარძუკაშვილი - სამედიცინო პერსონალი
23. საბა სულაძე - ფიგურული ციგურაობის ფედერაცია
24. მელიტა თაგაური - ფიგურული ციგურაობის ფედერაცია
25. ნიკოლა პაულონი - სათხილამურო ფედერაცია
თამაშებზე აკრედიტირებილი მედიის წარმომადგენლები :
26. ბადრი კობიაშვილი-გაზეთი „სარბიელი "
27. ხატია ჯიჯეიშვილი- საინფორმაციო სააგენტო „worldsport.ge"
28. სოფიკო ერქვანია- ტელეკომპანია „იმედი"
29. მალხაზ დულარიძე - ტელეკომპანია „იმედი"
ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს საქართველოს პირველი არხი.






