ტოკიოში ოლიმპიური სოფელი გაიხსნა

ტოკიოში ოფიციალურად გაიხსნა ოლიმპიური სოფელი.
ახალი კორონავირუსის შემთხვევების გაზრდის და ტოკიოში შემოღებული საგანგებო მდგომარეობის გამო, ოლიმპიური სოფელი საზეიმო ღონისძიების გარეშე გაიხსნა. უსაფრთხოების მიზნით შემოღებული რეგულაციების გათვალისწინებით, გახსნაზე დასწრების საშუალება არ ჰქონდათ მედიის წარმომადგენლებსაც.
ოლიმპიური სოფელი, რომელიც ოლიმპიური სტადიონიდან ექვსი კილომეტრით არის დაშორებული, 21 საცხოვრებელი კორპუსისგან და 3800 ბინისგან შედგება. ოლიმპიურ სოფელში დაახლოებით 18 ათასს ათლეტს, მწვრთნელებს და ოფიციალურ პირს ელოდებიან.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს გაიხსნება.