მედალოსნების ძიება

აირჩიეთ კატეგორია
ერთი ჩემპიონის ისტორია

ლერი გოგოლაძე

სპორტის სახეობა

საწყალოსნო სპორტი

დაიბადა04.01.1938

1960 რომი, იტალია - ვერცხლი

ვერცხლი

დაიბადა 01.04.1938, თბილისი.

წყალბურთი, მეკარე. თამაშობდა თბილისის "დინამოში" (1956-72) და სსრკ ნაკრებში (1958-64). XVII ოლიმპიური თამაშების (1960, რომი), ევროპის ჩემპიონატისა (1962) და მსოფლიო უნივერსიადის (1963) მეორე პრიზიორი, სსრკ სამგზის მეორე (1960, 62, 63) და ხუთგზის მესამე (1958, 59, 64, 66, 67) პრიზიორი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1985). თსუ-ის ზოგადი მათემატიკის კათედრის გამგე (1986-იდან). 1985-87 წლებში იყო თსუ-ის პრორექტორი სასწავლო დარგში. ღირსების ორდენის კავალერი.