ბორის ნიკიტინი
საწყალოსნო სპორტი
დაიბადა03.05.1938
1956 მელბურნი, ავსტრალია - ბრინჯაო
05.03.1938, თბილისი - 20.10.1984, იქვე.
ცურვა, თავისუფალი სტილი. მელბურნის ოლიმპიური თამაშების (1956) მესამე პრიზიორი (ესტაფეტა 4X200 მ - III ადგილი; 400 მ - XVI ადგილი), რომის ოლიმპიური თამაშების (1960) მონაწილე (ესტაფეტა 4X200 მ - VIII ადგილი), ევროპის ჩემპიონი (1958 _ ესტაფეტა 4X200 მ) და მეორე პრიზიორი (1958 - 400 მ), ახალგაზრდობის მეგობრული სპორტული თამაშების ორგზის ჩემპიონი (1957 - 1500 მ, ესტაფეტა 4X200 მ) და მეორე პრიზიორი (1957 - 400 მ), სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1956-60 - 400 მ; 1957 - 1500 მ) და სამგზის მესამე პრიზიორი (1958 - 1500 მ; 1963 - კომპლექსური 400 მ, კომბინირებული ესტაფეტა 4X100 მ), ევროპის სამგზის რეკორდსმენი: 400 მ - 4.34.6 წთ (1956), 1500 მ - 18.28.2 წთ (1957), 1500 მ - 18.25.2 წთ (1957). საუკეთესო პირადი შედეგები: თავისუფალი სტილით 100 მ - 58.0 წმ, 200 მ - 2.07.8 წთ, 400 მ - 4.30.8 წთ, 800 მ - 9.32,8 წთ, 1500 მ - 18.22,4 წთ; კომპლექსური 200 მ - 2.29.4 წთ, 400 მ - 5.03.3 წთ. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.