ლაშა შავდათუაშვილი

ძიუდო
დაიბადა01.31.1992
2012 ლონდონი , ინგლისი - ოქრო
2016 რიო, ბრაზილია - ბრინჯაო
2021 ტოკიო, იაპონია - ვერცხლი



დაიბადა 1992 წლის 31 იანვარს კარალეთში (გორის რაიონი).
ძიუდოისტი (66, 73 კგ). XXX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2012, ლონდონი), XXXI ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (2016, რიო დე ჟანეირო) და XXXII ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (2020, ტოკიო). მსოფლიოს ჩემპიონი (2021). მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი (2013), სამგზის მესამე პრიზიორი (2014, 2015; 2023 - შერეულ გუნდურში). ევროპის ჩემპიონი (2013), ორგზის მეორე (2016, 2020) და მესამე პრიზიორი (2012, 2024). ევროპის ოთხგზის გუნდური ჩემპიონი (2012, 2013, 2016, 2017) და მეორე პრიზიორი შერეულ გუნდურში (2024). მესამე ევროპული თამაშების შერეულ გუნდური ჩემპიონი (2023) და პირველი ევროპული თამაშების მეორე გუნდური პრიზიორი (2015). ღირსების ორდენის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენის კავალერი.
გალერეა