იაკობ ქაჯაია

ჭიდაობა
დაიბადა09.28.1993
2021 ტოკიო, იაპონია - ვერცხლი

დაიბადა 1993 წლის 28 სექტემბერს წყალტუბოში.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე (130 კგ). XXXII ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (2021, ტოკიო), XXXI ოლიმპიური თამაშები (2016, რიო დე ჟანეირო) - მე-7 ადგილი. მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2019), ევროპის ჩემპიონატების ორი ვერცხლის (2019, 2021) და ბრინჯაოს მედლების მფლობელი (2018), ევროპული თამაშების ჩემპიონი (2019). ევროპის ჩემპიონი 23-წლამდელებში (2016), იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2012), იუნიორებში ევროპის ჩემპიონი (2013) და ბრინჯაოს პრიზიორი (2012). კადეტებში ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2010).