რაფაელ ჩიმიშკიანი
ძალოსნობა
დაიბადა03.23.1929
1952 ჰელსინკი, ფინეთი - ოქრო
დაიბადა 1929 წლის 23 მარტს თბილისში.
ძალოსანი (56, 60 კგ). XV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1952, ჰელსინკი), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 55) და ორგზის მეორე პრიზიორი (1950, 53), ევროპის ექვსგზის ჩემპიონი (1950, 51, 54-57) და მეორე პრიზიორი (1953), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1951), სსრკ ათგზის ჩემპიონი (1949-60), მსოფლიოს 11-გზის რეკორდსმენი, აქედან 5 რეკორდი დამყარებული აქვს სამჭიდში: 337,5 კგ (1952), 340 კგ (1953), 342,5 კგ, 345 კგ, 350 კგ (1954). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.
გალერეა