მედალოსნების ძიება

აირჩიეთ კატეგორია
ერთი ჩემპიონის ისტორია

კახი კახიაშვილი

სპორტის სახეობა

ძალოსნობა

დაიბადა07.13.1969

1992 ბარსელონა, ესპანეთი - ოქრო

ოქრო

დაიბადა 1969 წლის 13 ივლისს ცხინვალში.

ძალოსანი (90, 94, 99 კგ). XXV, XXVI და XXVII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1995, 98, 99) და ორგზის მეორე პრიზიორი (1993, 94), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1992, 93, 95, 96), მეორე (1994) და მესამე (1998) ევროპის სუპერთასის მფლობელი (1993) და მსოფლიოს სუპერთასის გათამაშების ორგზის მეორე პრიზიორი (1992, 94). ორჭიდში დამყარებული აქვს მსოფლიო რეკორდი: 420 კგ (99 კგ კატეგორიაში, 1996); ატაცში-ორი მსოფლიო რეკორდი: 185,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1994) და 188 კგ (94 კგ კატეგორიაში, 1999); აკვრაში - სამი: 227,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1995), 228,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1995) და 235 კგ (99 კგ კატეგორიაში, 1996). სპორტის დამსახურებული ოსტატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. 1994 წლიდან გამოდიოდა საბერძნეთის სახელით. 2005 წელს აღიდგინა საქართველოს მოქალაქეობა.

გალერეა