რობერტ შავლაყაძე
მძლეოსნობა
დაიბადა04.01.1933
1960 რომი, იტალია - ოქრო
დაიბადა 1933 წლის 1 აპრილს თბილისში.
მძლეოსანი, სიმაღლეზე მხტომელი. საუკეთესო შედეგი _ 217 სმ. XVII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1960, რომი) _ 216 სმ, XVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1964, ტოკიო, IV-V ადგილი). ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962), სსრკ ჩემპიონი (1964), სოციალისტური ქვეყნების თამაშებში შვიდგზის გამარჯვებული (1957-63), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958-62), "გიგანტთა მატჩში" (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე (1981-93), ბრწყინვალების საპრეზიდენტო, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და სოკის ორდენების კავალერი.
გარდაიცვალა 2020 წლის 4 მარტს.
გალერეა