ვიქტორ სანეევი


მძლეოსნობა
დაიბადა10.03.1945
1968 მეხიკო, მექსიკა - ოქრო
1972 მიუნხენი , გერმანია - ოქრო
1976 მონრეალი, კანადა - ოქრო
1980 მოსკოვი, სსრკ - ვერცხლი




დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს სოხუმში - გარდაიცვალა 2022 წლის 2 იანვარს სიდნეიში.
მძლეოსანი, სამმხტომელი. XIX, XX და XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1968, მეხიკო _ 17,39 მ; 1972, მიუნხენი _ 17,35 მ; 1976, მონრეალი _ 17,29 მ), XXII ოლიმპიადის მეორე პრიზიორი (1980, მოსკოვი _ 17,24 მ), ევროპის ზამთრისა და ზაფხულის ჩემპიონატებში რვაგზის გამარჯვებული (1969, 71-72, 74-77), სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1968-70, 73-74, 78) და მეორე პრიზიორი (1967), სსრკ ხალხთა V (1971) და VI (1975) სპარტაკიადების ჩემპიონი, ევროპის თასის ოთხგზის მფლობელი (1970, 73-75), მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონი (1971), სამგზის მსოფლიო რეკორდსმენი (1968 _ 17,23 და 17,39 მ; 1972 _ 17,44 მ). საუკეთესო პირადი შედეგი _ 17,44 მ. საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1968, 72, 76). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ოქროს პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, სოკის, ღირსების, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების კავალერი. 1992 წლიდან ცხოვრობს ავსტრალიაში და არის ამ ქვეყნის მოქალაქე. სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე (2000) იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე.
გალერეა